ღარიბაშვილი – ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, ვემსახურო მოქალაქეებს, ვერავინ ამიკრძალავს მუშაობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისი, როგორც მთავრობის მეთაურის ვალია, რომ ემსახუროს მოქალაქეებს. მისივე თქმით, ამას მას ვერავინ აუკრძალავს.

აღნიშნულის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა 300 ოჯახისთვის წინასაარჩევნოდ ბინის გადაცემის საკითხს.

„მე ვარ მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი, მთავრობა მუშაობს ჩვენი მოქალაქეებისთვის და ვერავინ ამიკრძალავს მუშაობას. ჩემი პირდაპირი მოვალეობა, ვალია, რომ ვემსახურო ჩვენს მოქალაქეებს. იმის გამო, რომ ვიღაც მავნებელი ცდილობს, ჩვენს დაკომპლექსებას, რა თქმა უნდა, ამ კონიექტურას არ დავექვემდებარები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – გარკვეული დასტაბილურების ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა ამან არ უნდა წაგვახალისოს
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 79 პაციენტი გარდაიცვალა