ღარიბაშვილი – ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მხრიდან საზოგადოებას ყველა კითხვაზე გაეცა პასუხები და ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია

მოვისმინე ის ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გარკვეულ სირთულეებს, გადარიცხვებზე და სხვა აქტივობებზე, ჩვენ ასევე მოვისმინეთ ბატონი ივანიშვილის ადვოკატის, მისი ინტერესების დამცველის დეტალური განმარტებები და ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლანჩხუთში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილი საჭიროდ ჩათვლის, დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას თავად მიაწვდის.

„როგორც მოვისმინეთ, შეიძლება პრესკონფერენციებიც გაიმართოს. თუ ეს მოხდება, მჯერა, რომ თავად ბატონი ბიძინა მიაწვდის საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას, თუ ეს საჭირო იქნება. ერთი რამ მინდა გითხრათ, ყველა ის ლეგიტიმური კითხვა, რაც დაისვა და გაჟღერდა ადვოკატების მხრიდან, რომელიც ეხებოდა ბანკის საქმიანობას და ა.შ, მე ამ დეტალებში არ შევალ, რადგან ეს ჩვენი მთავრობის განსახილველი არ არის, მაგრამ, ვინაიდან ასეთი მაღალი ინტერესი არსებობს, ბუნებრივია, ჩვენც ამას ყურადღებით ვაკვირდებით. ვიმეორებ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მხრიდან საზოგადოებას ყველა კითხვაზე გაეცა პასუხები და ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – არ მაინტერესებს გაკოტრებული პოლიტიკოსების, ხელმოცარული პოლიტიკოსების საფუძველმოკლებული განცხადებები; ამ ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა, რომელმაც ყველაზე მეტეი ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა უკრაინელი ხალხისთვის, ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეუძლია პატარა ქვეყანას ჩვენი ბიუჯეტით