ღარიბაშვილი – არავითარი შეჭრა არ იგეგმება, პანიკის საფუძველი არ არსებობს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს და ამბობს, რომ მთავრობა არ აპირებს TV პირველში შეჭრას და “პანიკისა და განგაშის” საფუძველი არ არსებობს.

“რაც შეეხება TV პირველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მთავრობა აპირებს რომელიმე ტელევიზიაში ან მათ ტელევიზიაში შეჭრას, რა თქმა უნდა, ესაა აბსოლუტურად ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ესაა აბსურდი, არავითარი შეჭრა არ იგეგმება მთავრობის მხრიდან. მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ ჩვენ დღეს 2021 წელია, ეს არ არის 2007 წელი, როდესაც მოხდა იმედის დარბევა და შეჭრა იმედში. რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩავტოვეთ და დავასრულეთ 2012 წელს. აქედან გამომდინარე, არავითარი საფუძველი პანიკის და განგაშის არ არსებობს”. – ამბობს ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი მელიაზე – გადაიხადოს გირაო და გამოვიდეს ციხიდან, თუნდაც დღეს
შემდეგი სტატიაუგულავა – ღარიბაშვილი ტყუის !