ღარიბაშვილი – ამ არჩევნების ჩატარებით, კიდევ ერთხელ ბეჭედს დავუსვამთ სტაბილურობას, მშვიდობას

რა თქმა უნდა, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში ვიმარჯვებთ, 2 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ ჩვენს საერთო გამარჯვებას და ამ გამარჯვებით, საფუძველი ჩაეყრება, კიდევ უფრო განმტკიცდება ჩვენი გრძელვადიანი განვითარება და ეს ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” ასპინძის მერობის კანდიდატის, როსტომ მაგრაქველიძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მომდევნო სამი წელი ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები.

“ჩვენ ამ არჩევნების ჩატარებით, კიდევ ერთხელ ბეჭედს დავუსვამთ სტაბილურობას, მშვიდობას და განვითარების ახალ ეტაპს დავიწყებთ ქვეყანაში, მასშტაბურ განვითარების ეტაპს, ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში და მუნიციპალიტეტში”,- აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიხვალიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს
შემდეგი სტატიაუგულავა – რიგგარეშე არჩევნების საკითხს „ოცნებას“ არავინ ეკითხება, რიგგარეშე არჩევნები მოსახლეობას სურს