ღარიბაშვილი ალიევთან შეხვედრაზე: გარეჯის საკითხი მალე ჩვენი ძმობის შესაფერისად გადაწყდება

ღარიბაშვილი გარეჯზე

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის ბაქოში პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ღარიბაშვილის თქმით, შეხვედრისას მათ გარეჯის საკითხიც განიხილეს.

“მინდა პირველ რიგში ვთქვა, რომ მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, ჩვენ განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, მთ შორის ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია და ჩვენ ვართ მოტივირებული, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივად. ასევე, ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებიც, შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს.

მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს და მის მთავრობას, ყველას, ასეთი გულთბილი დახვედრისთვის. მე პრეზიდენტი მოვიწვიე საქართვლოში. მოგეხსენებათ, რომ მრავალი წელია პრეზიდენტი არ ყოფილა თბილისში, ისე განვითარდა ბოლო წლებში მოვლენები. მე მივიღე მისგან დაპირება, რომ იგი გვესტუმრება თბილისში და ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე თანამშრომლობას და კიდევ უფრო მეტ საქმეს გავაკეთებთ ერთობლივად”, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაში„გირჩის” წევრებმა პარლამენტში სატელევიზიო სტუდია მოაწყვეს
შემდეგი სტატიაზალკალიანი: ამ ვიზიტის შედეგად, საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება