ღარიბაშვილი – აცრები, აცრები, აცრები! აცრა უნდა ჩავიტაროთ, მეგობრებო ყველამ

კორონავირუსის მზარდი სტატისტიკის ფონზე პრემიერმინისტრი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ხალხმრავალ სუფრაზე იყო ხალხს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ამ თემაზე მან მარნეულში “ოცნების” მეორების კანდიდატის წარდგენის დროს ისაუბრა.

“ამ პანდემიის პირობებში გვიწევს ჩვენ კამპანიის ჩატარება, ჩვენ მაქსიმალურად მობილიზებულად უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები. პირბადეებით უნდა ჩავატაროთ ეს კამპანია და ასევე, აცრები, აცრები, აცრები! აცრა უნდა ჩავიტაროთ, მეგობრებო ყველამ. იმიტომ, რომ აცრა გვიცავს. იცავს ჩვენს მეგობრებს, ახლობლებს, მშობლებს, იცავს სიკვდილისგან ეს კარგად უნდა გვიგოთ და გავითვალისწინოთ.

მთავრობამ ყველაფერი გააკეთა 3 მილიონზე მეტი დოზა ჩამოიტანა ადგილზე. ეს ვაქცინები ხელმისაწვდომია და გვაქვს ჩვენ, ახლა მთვარია ძალიან მარტივი აცრა ჩავიტანოთ ყველამ და ნუ შეგვეშინდება, არანაირი რისკი ამას არ ახლავს თან”,- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის სამინისტრომ და ცესკომ არჩევნებისთვის სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ერთ-ერთი მთავარი ანტიგმირი მიხეილ სააკაშვილი გუშინ საუბრობდა ომზე, ეს ადამიანები ისევ ფიქრობენ რევოლუციაზე, დანგრევაზე