ღარიბაშვილი: 13 ივნისი გვახსენებს, რომ მუდამ უნდა ვიყოთ მობილიზებული

ეს დღე გვახსენებს, რომ მუდამ უნდა ვიყოთ მობილიზებული და ყოველთვის მზრუნველი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 13 ივნისს შეეწირა ჩვენი არაერთი მოქალაქე, მეორე მხრივ კი ამ ტრაგედიამ გააერთიანა მთელი ჩვენი საზოგადოება.

„”პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს დღე ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს. ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი მოსახლეობისთვის. ამ დღეს, 13 ივნისს შეეწირა ჩვენი არაერთი მოქალაქე. ჩვენ დღეს გამოვხატავთ მათი ხსოვნის წინაშე პატივისცემას. პატივს მივაგებთ მათ ოჯახებს, კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ეს დიდი ტრაგედია. მეორეს მხრივ, ამ ტრაგედიამ გახსოვთ, რომ გააერთიანა მთელი ჩვენი საზოგადოება, მთელი ჩვენი ახალგაზრდობა და არნახული, წარმოუდგენელი სოლიდარობა გამოხატეს მაშინ ჩვენმა ახალგაზრდებმა. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს დღე გვახსენებს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მუდამ მობილიზებული, ჩვენ უნდა ვიყოთ ყოველთვის მზრუნველი, ამ ოჯახებისთვის მაშინ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რაც გასაკეთებელი იყო იმ დროს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: ვარკეთილის მეტროში სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება
შემდეგი სტატიასაქართველოს ეუთოს გენერალური მდივანი ეწვევა