უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინას კიდევ ერთხელ შეუტია უპილოტო საფრენი აპარატებით. უწყების ცნობით, თავდაცვამ 20-ვე “შაჰიდის” დრონი გაანადგურა, ასევე, 2 კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტა.
უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთმა კალიბრის ტიპის რაკეტები შავი ზღვის რეგიონიდან გაუშვა, ხოლო ერთი ბალისტიკური რაკეტა “ისკანდერ-მ” ოკუპირებული ყირიმიდან.
“შაჰიდ-131/136 ტიპის თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატები ასევე დაფიქსირდა ორი მიმართულებით: პრიმორსკო-ახტარსკი (სამხრეთიდან) და ჩრდილოეთიდან (კურსკის მიმართულება).
შეიძლება ითქვას, რომ უპილოტო საფრენი აპარატების უმეტესობა თავს დაესხა კიევის რეგიონს, სწორედ იქ განადგურდა თავდასხმის დრონების მნიშვნელოვანი ნაწილი.
ამიტომ, შედეგად, ჩვენ გვაქვს წარმატებული საჰაერო თავდაცვის ოპერაცია: განადგურდა 20 ირანული “შაჰიდი” (ყველა გაფრენილიდან), ასევე განადგურდა კალიბრის 2 ფრთოსანი რაკეტა”, – აცხადებს საჰაერო ძალები.
უწყების ცნობით, ზუსტდება ინფორმაცია “ისკანდერის” ტიპის რაკეტის გაშვების შედეგების შესახებ.