ღამით ისრაელში შეღწევის მცდელობისას, 2 პალესტინელი ტერორისტი მოვკალით – IDF

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, გასულ ღამეს მათ ღაზის სექტორიდან ისრაელში შეღწევის მცდელობისას, ორი პალესტინელი ტერორისტი მოკლეს.

IDF-ის თქმით, ორ შეიარაღებულ პირს მათ, ნაჰალ ოზის სამხრეთ თემთან, ტანკიდან ჭურვი ესროლეს.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლებმა პროფესიული სინდისი გვერდით გადადეს და არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ – ოხანაშვილი
შემდეგი სტატიაღაზაში მცხოვრები 1.1 მილიონი ადამიანის ევაკუაციის გეგმა შეუძლებელია განხორციელდეს – ბორელი