ღამით, ღაზაზე მიტანილი იერიშის შედეგად ლიკვიდირებულია ჰამასის ორი მეთაური

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღამით ღაზას სექტორზე მიტანილი იერიშის შედეგად მოკლულია ჰამასის საზღვაო ძალების ერთ-ერთი მეთაური მუჰამედ აბუ შამალა და განადგურებულია მისი სახლიც.

„აბუ შამალას სახლი გამოიყენებოდა საზღვაო იარაღის შესანახად, რომელიც განკუთვნილი იყო ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტულ ოპერაციებში გამოსაყენებლად“, აცხადებს ისრაელის არმია.

ჟურნალისტებთან საუბრისას, IDF-ის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ სამხედროებმა ასევე მოკლეს მუსტაფა შაჰინი, ჰამასის ოფიცერი, რომელმაც გადაიღო და გაავრცელა ტერორისტული ჯგუფის თავდასხმა სამხრეთ ისრაელზე, შაბათს.

„ჩვენ ვიღებთ ვიდეოებს ინტერნეტიდან და ვაიდენტიფიცირებთ მათ სახის ამომცნობი საშუალებით“, – ამბობს ჰაგარი.

ღამით, IDF-მა ჰამასის ათეულობით ობიექტს დაარტყა.

banner
წინა სტატიაშიის, რაზეც ღარიბაშვილი საუბრობს, კრემლშია მომზადებული და ამას ყველა ხვდება – სამადაშვილი
შემდეგი სტატიაისრაელის ელჩი – ნატო-ს მინისტრებთან შეხვედრაზე ისრაელის თავდაცვის მინისტრის მთავარი გზავნილი იყო, რომ „ჰამასი“ „ისლამური სახელმწიფოა“ და ჩვენ სრულ მხარდაჭერას ველოდებით