ღამის კლუბების ინფორმაციით, “ხიდს”, “ბასიანსა” და “მონოჰოლს” ლუქავენ

ღამის კლუბების ინფორმაციით, “ხიდს”, “ბასიანსა” და “მონოჰოლს” ლუქავენ. ამის შესახებ ინფორმაციას, კლუბ KHIDI-ის წარმომადგენელი, სოფო ებრალიძე ავრცელებს.

მანამდე კლუბ “ბასიანის” დამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილმა დაწერა, რომ “ბასიანის” დალუქვა დაიწყეს და სავარაუდოდ, სხვა სივრცეებშიც იგივეს იზამდნენ.

“ამ წუთებში ლუქავენ BASSIANI-ს და თუ არ ვცდები თბილისში არსებულ თითქმის ყველა საკლუბო სივრცეს”, – წერს ნაჯა ორაშვილი.

ცნობისთვის, კლუბს ამაღამ ღონისძიება აქვს დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიევროპულმა სასამართლომ უკრაინის სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის საქმეში მხარედ ჩართო
შემდეგი სტატიასუბარი: მოვუწოდებ ყოფილ თანაგუნდელებს, ვინც ახლა გიორგი გახარიას გუნდშია და არიან საკრებულოებში, მათი პარტიის ლიდერის პოლიტიკას კარგად დააკვირდნენ