33.2 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

ღამის განმავლობაში ღაზაზე ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა

ღამის განმავლობაში ღაზაზე განხორციელებული ისრაელის დარტყმები რამდენიმე საცხოვრებელ შენობას მოხვდა, რის შედეგადაც სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა — აცხადებენ სექტორის ხელისუფლებაში იმის მიუხედავად, რომ „ჰამასის“ განცხადებით, იგი დათანხმდა ომის დასასრულებლად შეთავაზებული შეთანხმების ბოლო ეტაპს. ინფორმაციას The Times of Israel-ი  ავრცელებს.

ღაზის სამოქალაქო დაცვის სამსახური — ორგანო, რომელიც „ჰამასთანაა“ დაკავშირებული და არ მიუთითებს, დაღუპულები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან თუ მებრძოლები — აცხადებს, რომ შუაღამისას განხორციელებული დარტყმების შედეგად, რომლებიც რამდენიმე საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რვა ადამიანი დაიღუპა.

სამოქალაქო დაცვის სპიკერის თქმით, ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში განხორციელებული ერთ-ერთი თავდასხმისას, როდესაც ისრაელის სამხედრო ვერტმფრენი საცხოვრებელ ბინას დაესხა თავს, მამაკაცი და მისი ცოლი დაიღუპნენ, ხოლო რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.

ღაზას სექტორის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ ღაზის დასავლეთით მდებარე ბინაზე მორიგი თავდასხმისას ხანდაზმული მამაკაცი და ბავშვი დაიღუპნენ, ხოლო ხან-იუნისის ჩრდილო-დასავლეთით, სამხრეთ ღაზაში, კიდევ ერთ ბინაზე დარტყმის შედეგად სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვი.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა ბათუმში 10 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია 5 პირი
შემდეგი სტატიამოსკოვის ცენტრში, რესტორანში აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 17 კი დაშავდა