“ღამე მუზეუმში” მხარდასაჭერად, ავტობუსების 30 მარშრუტის მუშაობის საათები გახანგრძლივდება – 19 მაისის საღამოდან 20 მაისის 01:30 საათამდე.
შეცვლილი გრაფიკით იმოძრავებენ: N1, N2, N6, N7, N11, N14, N15, N20, N25, N27, N31, N33, N34, N36, N39, N44, N47, N49, N55, N56, N61, N62, N66, N73, N78, N86, N88, N90, N92 და N95 ავტობუსები.
თბილისის მერია მუზეუმების მიმართულებით 2 დროებით მარშრუტს დანიშნავს. მგზავრობა უფასო იქნება:
18:00 საათიდან – ჩოლოყაშვილის გამზირიდან (კუს ტბის ასახვევი) ეთნოგრაფიულ მუზეუმამდე
21:30 საათიდან – “დინამო არენა”-დან კრწანისის მოედნამდე. ავტობუსი გაივლის აღმაშენებლის და თამარ მეფის გამზირებს, გმირთა მოედანს, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირებს, პუშკინის და გორგასლის ქუჩებს.