GFK-ის ახალი კვლევა: ბარიერს 2 პარტია ლახავს – ,,ნაც. მოძრაობა“ 26%, ,,ქართული ოცნება“ 25%

რუსთავი 2-ის დაკვეთით შესრულებული GFK-ის კვლევის შედეგები ცნობილია. კითხვაზე “8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას” შედეგები ასე გადანაწილდა:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 26,0%

ქართული ოცნება – 25,4 % 

ლეიბორისტული პარტია -3,8 %

თავისუფალი დემოკრატები 3,6%

პაატა ბურჭულაზე- სახელმწიფო ხალხისთვის – 2,6 %

ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა – 1,5 %

პატრიოტთა ალიანსი – 1,5%

რესპუბლიკური პარტია – 0,4 %

ცნობისთვის, კომპანია GFK Customs Research LLC -ი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის კვლევას “რუსთავი 2” – ის დაკვეთით ატარებს.

წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, GFK Customs Research LLC -ის მიერ განხორციელდა 2016 წლის 12-25 სექტემბერს და საქართველოს მასშტაბით ხმის მიცემის უფლების მქონე 2 200 ადამიანი გამოიკითხა. რესპოდენტები შემთხვევითობის პრინციპით იქნა შერჩეული, შედეგების ცდომილების ზღვარი კი 2.1%-ია.

banner
წინა სტატიაშიქართული ოცნებისა და ენმ-ის მხარდაჭერის რეიტინგებს შორის 2,5%-იანი სხვაობაა
შემდეგი სტატიალათინოამერიკელი ღმერთის მითითებით 18 წელია გვირაბს თხრის