“გეშინოდეთ გათიშული “რ2-ის”…მივმართავთ პროტესტის ყველა ფორმას, მათ შორის უკიდურესს”

„რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ დაწყებულ მორიგ შეტევას გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ეხმაურება. გრიგოლ ვაშაძე ნინო ნიჟარაძის მოთხოვნის უკან, რომ დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციის სახით 26 მილიონი მიიღოს, პოლიტიკურ კონტექსტს ხედავს.

„კონსტიტუციით არგათვალისწინებულმა ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმმა 7 წლიან მმართველობის თავზე დააჯილდოვა საქართველო სამი უმწვავესი კრიზისით – პოლიტიკური, სადაც ერთ მხარეს ე.წ. ხელისუფლებაა, ხოლო მეორე მხარეს საზოგადოება, სოციალური, რაც მასობრივ ემიგრაციაში გამოიწვევს და დაცარიელებული სოფლები და ქალაქები დაგვიტოვა, ეკონომიკური, როდესაც ქვეყნისთვის საჭირო ყველა პროგრესული კარგად გათვლილი, მოფიქრებული პროექტი გაჩერებულია, ხოლო ეკონომიკის ზრდის ტემპები კრიტიკას ვერ უძლებს. ამ კატასტროფის დროს ბიძინა ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმს დარჩა ერთო – დაუპირისპირდეს საზოგადოებას, გააძლიეროს ოპოზიცის დევნას და ეცადოს ერთი ორი შემორჩენილი სიტყვის თავისუფლების რუპორების ჩახშობას, სადაც რუსთავი 2 თუ ყველაზე წამყვანი არა, ერთ ეთი ყველაზე წამყვანია. მას სურს Fake სარჩელით რუსთავი 2 ჩაიგდო ხელში და Fake ნიუსების კიდევ ერთ ფაბრიკად გადააქციოს. მთელი პოლიტიკური სპექტრი, ყველა ოპოზიციური პარტია, საზოგადოება რუსთავი 2-ს დაიცავს. გეშინოდეთ გათიშული, ჩახშობილი “რუსთავი 2-ის”, ვიდრე “რუსთავი 2-ის”, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობებს ასრულებს, იმიტომ, რომ მივმართავთ პროტესტის ყველა ფორმას, მათ შორის უკიდურეს ფორმებს,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სამაუწყებლო კომპანიის 9 %-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში დაახლოებით 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას. მისი თქმით, ეს არის სარჩელი სარჩელისთვის და მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.

გვარამიას განცხადებით, პროცესის მთავარი მიზანი “რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლებას აქვს დიდი სურვილი, რომ „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს” – გიგაური კობახიძის განცხადებას იხსენებს
შემდეგი სტატია“თუ რუსთავი-2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა უნდა…იმედი გაათავისუფლოს” – ხუხაშვილი