გერმანულმა სასამართლომ კომენდანტის საათის გაუქმებაზე შესული სარჩელი არ დააკმაყოფილა

გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ ერთდროულად რამდენიმე სარჩელი არ დააკმაყოფილა, რომელიც ღამის საათებში კომენდანტის საათის გაუქმებას ეხებოდა. კომენდანტის საათი ე.წ. “საავარიო დამუხრუჭების” ფარგლებში იყო შემოღებული, რომლის დანიშნულება კორონავირუსისი გავრცელების შეჩერებაა. ამავე დროს, კარლსრუეს სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ კომენდანტის საათი გერმანიის ძირითად კანონებთან წინააღმდეგობაში არ მოდის. ამ საკითხზე ძირითადი განხილვის დროს იმსჯელებენ – გერმანული “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – საზოგადოების მიმღებლობა და სანდოობა ვაქცინაციასთან მიმართებაში იზრდება
შემდეგი სტატია“მოდერნას” მესამე დოზა კორონავირუსის რამდენიმე ვარიანტზე ანტისხეულებს გამოიმუშავებს