გერმანულმა კლინიკამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი განაცხადა

გერმანულმა კლინიკამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ჟურნალისტებს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა.
„დოკუმენტაცია გადაგზავნილი იყო. დაახლოებით, ორი საათის წინ მოვიდა პასუხი გერმანიის ერთ-ერთი კლინიკიდან ჯანდაცვის სამინისტროში. მათ განაცხადეს, რომ კლინიკის გადატვირთულობის გამო პაციენტის მიღება არ შეეძლოთ. ეს იყო მიზეზი, რაც ჩემთვის არის ცნობილი. ზუსტ ციფრს ვერ დავასახელებ, მაგრამ კიდევ რამდენიმე კლინიკიდან ველოდებით პასუხს, მათ შორის თურქეთიდან, საიდანაც ჯერჯერობით ინფორმაცია არ მოსულა. ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით მუშაობს აქტიურად. კონკრეტულად რომელ ქვეყნებთან, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ლურსმანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შპს „მაგთიკომის“ მიერ მობილური ინტერნეტის მომსახურებაზე ტარიფების გაძვირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასააკაშვილი: საქართველოს მოსახლეობა მთავრობას დაამხობს, როგორც კი ხელს მახლებენ