გერმანული ტელევიზია: გერმანიაში ბინების ძარცვას ქართველი ქურდების მაფია აკონტროლებს

გერმანიის ტელეკომპანია «n-tv»-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია გერმანიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულობების შესახებ. მასში გადმოცემულია ის მეთოდები, რომელთა გამოყენებითაც ქართველები ჩადიან გერმანიაში და ხერხები, რითაც სარგებლობენ ისინი საცხოვრებელი სახლების ძარცვის დროს.

 

გერმანის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელთა პროფესიული ასოციაციის (BDK – Bund Deutscher Kriminalbeamter) ხელმძღვანელმა ანდრე შულცმა გაზეთ „ბილდ“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში პასუხისმგებლობა ქართულ მაფიას დააკისრა: „გერმანიაში ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულობების უკან ქართული მაფიოზური ჯგუფები დგანან, რომლებიც მიზანმიმართულად აგზავნიან კრიმინალურ ელემენტებს საქართველოდან გერმანიაში, აქ კი მათ ხვდებიან ადამიანები, აძლევენ მათ დრეობით თავშესაფარს და სანამ 8-10 თვის განმავლობაში მათი თხოვნა განიხილება, ისინი სახლების ძარცვით არიან დაკავებულნი. მძარცველები ხშირად თავს ლტოლვილებად ასაღებენ. ისინი საკმაოდ მობილურები არიან სხვადასხვა ქალაქებში გასტროლიორობენ“, – ამბობს ანდრე შულცი. მისი თქმით, ასევე ბევრი დამნაშავეა წარმოშობით დასავლეთ ბალკანეთიდან და მაღრიბის (აღმოსავლეთის) ქვეყნებიდან. „გერმანია პროფესიული ბანდებისათვის პირდაპირ სამოთხეა. ჩვენი ქვეყანა ევროპაში მდიდარია და აქ ქურდობა „მადას აღძრავს“, – ამბობს ანდრე შულცი.

გაზეთების მონაცემებით, გერმანიაში იმიგრანტების მიერ ბინების ძარცვის რაოდენობამ 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს მნიშვნელოვნად მოიმატა, რომელმაც საერთო რაოდენობის 9,9% შეადგინა (167 ათასი შემთხვევა).

ტელეკომპანია «n-tv»-ს ეთერში 31 მარტს ისაუბრა BDK-ის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა მიხაელ ბიოლმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ გერმანიაში ქართული წარმოშობის დამნაშავე პირები ძალიან მომრავლდა, ქართული მაფია გააქტიურდა და რომ გერმანიის ხელისუფლებამ ამაზე უმკაცრესი ზომები უნდა მიიღოს.

წყარო:„ნიუსპრესი“

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჟვანიას საქმის ექსპერტი ლევან ჩაჩუა სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო
შემდეგი სტატია“საქართველო სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მედიაციისთვის მზად არის”