გერმანული მედია საქართველოში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ წერს

news
ავტ.: news ნოემბერი 23, 2016 10:57

გერმანული მედია საქართველოში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ წერს

გერმანული მედიასაშუალებები, საქართველოსა და გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ განხორციელებული, ერთობლივი, მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, 2013 წელს ნიურნბერგში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირის თბილისში დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.

გამოცემა „ბილდის“ სტატიაში ნათქვამია, რომ „ნიურნბერგში პენსიონერი ქალბატონის ყაჩაღური მკვლელობიდან სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ დანაშაულში ეჭვმიტანილი მეორე პირიც დაკავებულია. როგორც პროკურატურა იტყობინება, იგი საქართველოს პოლიციის მახეში გაება და სწორედ იქ წარდგება მართლმსაჯულების წინაშე“.

„ბავარიის რადიოს“ ცნობით: „30 წლის მამაკაცი 19 ნოემბერს საქართველოში დააკავეს. კრიმინალურმა პოლიციამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირი საქართველოში იმყოფებოდა. პროკურატურამ დასახმარებლად ქართველ კოლეგებს მიმართა. 2016 წელს ამ პირის წინააღმდეგ საქართველოში გამოძიება დაიწყო. 30 წლის მამაკაცი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება“.

გამოცემა „ნორდბაიერნი“ იუწყება, რომ „მორხუტის საქმის მეორე თანამზრახველი სამი წლის განმავლობაში ძებნაში იყო. შაბათს მისი დაკავება საქართველოს პოლიციამ შეძლო“.

საქართველოს შს სამინისტროს მიერ ჩატარებული დაკავების ოპერაციის შესახებ ოფიციალურ ცნობას ავრცელებს ნიურნბერგ-ფიურტის პროკურატურა.

მთავარი პროკურორის სახელით გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ძებნის ღონისძიებების წარმატებით დასრულება და სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობის საფუძველზე, ქართული სამართალდამცავი უწყებების მიერ სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში დროულად მიღება, მხარეებს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.

news
ავტ.: news ნოემბერი 23, 2016 10:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,068
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics