გერმანიის ქალაქ ფრანკფურტსა და კიოლნში საპროტესტო აქციები პოლიციასთან მძიმე დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჰესენის შინაგან საქმეთა მინისტრის, რომან პოზეკის ცნობით, ფრანკფურტში არეულობის შედეგად 100-ზე მეტი სამართალდამცველი დაშავდა, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
8000-ზე მეტ დემონსტრანტს შორის 1500-მდე პირი ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობდა — დაზიანდა 17 მაღაზია, 5 კი გაძარცვეს. პოლიციამ 54 ადამიანი დააკავა, რომელთა ასაკი 13-დან 29 წლამდე მერყეობს.
ოფიციალური პირები მომხდარს მკაცრად აფასებენ. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰერბერტ როილმა განაცხადა, რომ პოლიციელებისთვის ქვებისა და პიროტექნიკის სროლას პოლიტიკურ მიზნებთან კავშირი არ აქვს და მსგავს ძალადობას გამართლება არ მოეპოვება.
















