გერმანული მედია: გერმანიის ოპოზიცია პუტინს უფრო ენდობა, ვიდრე მერკელს

გერმანული მედია: გერმანიის ოპოზიცია პუტინს უფრო ენდობა, ვიდრე მერკელს

13Die Zeit-მა ანალიზი გაუკეთა გერმანიის სხვადასხვა პარტიების მომხრეების ნდობის მაჩვენებელს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისა და რუსეთის პრეზიენტის ვლადიმირ პუტინის მიმართ.
კვლევის შედეგების თანახმად, რომელიც სოციოლოგიურმა ინსტიტუტმა Forsa ჩაატარა, ისეთი ოპოზიციური პარტიები, როგორიც არის “გერმანიის ალტერნატივა”, და “მემარცხენეები”, რუსეთის პრეზიდენტს უფრო ენდობიან, ვიდრე ანგელა მერკელს – “ალტერნატივის” მომხრეების 30% პუტინს ენდობა, “მემარცხენეებიდან” – 31%.
გარდა ამისა, გამოკითხვისას, აღნიშნული პოარტიების 78%-მა განაცხადა, რომ პუტინი მართალია, როცა ის რუსეთის მიმართ დასავლეთის მტრულ განწყობაზე საუბრობს.
მერკელის პარტია “ქრისტიან-სოციალისტური კავშირიდან” პუტინს 3% ენდობა. სულ, ქვეყანაში 12% პუტინს უფრო ენდობა, ვიდრე მერკელს.
ამავე დროს, აღმოსავლეთ გერმანიის მოსახლეობაში პუტინს 23%-იანი ნდობა აქვს, დასავლეთ გერმანიაში კი – 10%.

banner
წინა სტატიაშიახალ ზელანდიაში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიალადო სადღობელაშვილი „პატრიოტთა ალიანსიდან“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება