გერმანული მედია: ერდოღანს ევროპასთან კავშირის გაწყვეტა და რუსეთთან დაახლოება სურს

ერდოღანმა გაანთავისუფლა უმაღლესი სასწავლებლების ყველა დეკანი

ერდორანმა პუტინს ბოდიში მოუხადაგერმანულმა გაზეთმა Frankfurter Allgemeine Zeitung საკუთარი მიმომხილველის რაინერ ჰემანის კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ის ხსნის, თუ რატომ სურს თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ერდორანს ევროპისთვის მკვეთრად ზურგის შექცევა და ხელახლა რუსეთზე ორიენტაცია:
“თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს ევროპასთან ურთიერთობის გაწყვეტა და რუსეთთან დაახლოება სურს. მის მოქმედებებს სხვა ახსნა არა აქვს, როცა მას არარეალური ციფრები მოყავს და ევროკავშირს თავისი ფინანსერი ვალდებულებების შეუასრულებლობაში ადანაშაულებს, ანკარა-ევროკავშირს შორის დადებული მარტის ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც მიგრანტებს ეხება. ამავე დროს მისი ერთ-ერთი მინისტრი ერდოღან-პუტინს შორის აგვისტოში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრობს და მადლობას უხდის რუსეთს და მას “დემოკრატიის დამცველს” უწოდებს.
ერდორანი ევროკავშირს არაგულწრფელობაში ადანაშაულებს. თუმცა, არაგულწრფელი, თვითონ თურქეთის პრეზიდენტს შეიძლება ვუწოდოთ. თურქეთ-ევროკავშირს შორის შეთანხმება ბეწვზე კიდია. და ამის მიზეზია ევროკავშირიდან თანხების შეყოვნება. თუმცა, სინამდვილეში მიზეზი ის არის, რომ ერდორანი ევროკავშირისგან ვერ იღებს ვიზალიბერალიზაციას თურქეთის მოქალაქეებისათვის, რადგანაც ის ვერ ეთანხმება ევროკავშირში “ტერორიზმის” გაგებას. როგორც უკანასკნელმა მოვლენებმა აჩვენა, ყველა, ვინც მის აზრს არ ეთანხმება, “ტერორისტია” ” – წერს გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-ის მიმომხილველი.

ეგახსენებთ, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა, მევლუდ ჩავუშოღლუმ გუშინ განაცხადა, რომ თუკი ევროკავშირი მაქსიმუმ ოქტომბერში თურქეთს უვიზო რეჟიმს არ დაუწესებს, ისინი მიგრაციის შესახებ შეთანხმებას დაარღვევენ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს მუქარა არ არის, თუმცა, თუკი არ იქნება ვიზალიბერალიზაცია, “თურქეთი ვალდებული გახდება გაემიჯნოს ლტოვლთა შესახებ შეთანხმებას. მისი თქმით, თურქეთის მთავრობა ევროკავშირისგან კონკრეტულ თარიღებს ელოდება. “ეს შესაძლებელია იყოს, ოქტომბრის დასაწყისი ან შუა რიცხვები” -აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშითურქეთი ევროკავშირს ემუქრება
შემდეგი სტატიაგერმანია თურქეთისგან შანტაჟის შეწყვეტას მოითხოვს