14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

გერმანული მედია: ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი უკვე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გერმანიაზე

ირანში ომის გამო გერმანიაში წელს, შესაძლოა, 200 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი გაქრეს,-ინფორმაციას გერმანული კერძო მაუწყებელი NTV ავრცელებს.

„ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი უკვე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გერმანიაზე და ამასთან, აშშ-ის სავაჭრო ომი ჯერ კიდევ შორს არის დასასრულისგან“, – განაცხადა მილო ბოგაერტსმა, საკრედიტო სადაზღვევო კომპანიის, Allianz Trade-ის ხელმძღვანელმა.

ამასთან, კომპანიის პროგნოზით, გერმანიაში კრედიტის გადახდისუნარიანობის შესაძლებლობის არქონის რიცხვი წინა წელთან შედარებით 2.4 პროცენტით გაიზრდება, რაც 14 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება, ეს კი კომპანიებს აიძულებს, სამუშაო ადგილები შეამცირონ.

საერთო ჯამში, Allianz Trade-ი ელოდება, რომ მსოფლიოში კორპორატიული გადახდისუუნარობა გლობალურად ექვსი პროცენტით გაიზრდება, რაც გერმანიასთან შედარებით უფრო სწრაფი ტემპით მოხდება.

banner
წინა სტატიაშიდედაზე ფსიქოლოგიური ძალადობისა და მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის როგორც არჩევის, ასევე მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი პარლამენტში წარდგენას საჭიროებს