10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

გერმანული კომპანიები დაჭრილების ევაკუაციისთვის სპეციალურ მატარებელს ქმნიან – ის 150-ზე მეტი პაციენტის გადაყვანას შეძლებს

გერმანული კომპანიები Siemens-ი და Lufthansa Technik Defense-ი დაჭრილების სამედიცინო ევაკუაციისთვის სპეციალური მატარებლის შექმნაზე მუშაობენ. პროექტი ითვალისწინებს მატარებლის გამოყენებას როგორც საომარი მოქმედებების დროს, ისე მშვიდობიან პერიოდში, საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში.

Siemens-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატარებელი 150-ზე მეტი პაციენტის გადაყვანაზე იქნება გათვლილი, მათ შორის იმ ადამიანებისაც, რომლებსაც ინტენსიური სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.

მატარებელი Siemens Vectouro-ს სამგზავრო ვაგონებისა და Siemens Vectron X ან X Dual Mode-ის ლოკომოტივისგან შედგება. Lufthansa Technik Defense კი ვაგონებს შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობით მოაწყობს – საკაცეებიდან დაწყებული, სრულფასოვანი რეანიმაციული მოდულებით დასრულებული.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სამედიცინო და დამხმარე პერსონალისთვის განკუთვნილი სივრცეებიც. მატარებელში 90-მდე თანამშრომლის განთავსება იქნება შესაძლებელი.

კომპანიების განცხადებით, პროექტის მიზანია გერმანიის შეიარაღებული ძალებისა და ნატოელი მოკავშირეებისთვის პაციენტების სწრაფი და უსაფრთხო ტრანსპორტირების შესაძლებლობის შექმნა.

მატარებლების ექსპლუატაციის ვადა 30 წელზე მეტი იქნება. ამ პერიოდში შესაძლებელი იქნება მათი მოდერნიზება და საჭიროების შემთხვევაში სამგზავრო გადაყვანებისთვის გადაკეთებაც.

Siemens-მა და Lufthansa Technik Defense-მა პროექტთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმს უკვე მოაწერეს ხელი.

banner
წინა სტატიაშიმხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია- ელენე ხოშტარია
შემდეგი სტატიათბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბარამიძე პატიმრობაში დატოვა