გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას იწყებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას იწყებს.

მათივე ინფორმაციით, GmbH Lufthansa Group-ში შემავალი ავიაგადამზიდველი ფრენებს დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე განახორციელებს.

„რეგულარული რეისები მიმდინარე წლის 4 ივლისიდან შემდეგი განრიგით განხორციელდება: დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფი, 4 ივლისიდან ყოველ კვირას, ხოლო 21 ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (29 ოქტომბერი) – ყოველ ოთხშაბათს და კვირას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა დღეს, მიმდინარე წლის 4 ივნისს მიენიჭა“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიჩეხეთი ბოშებს იძულებითი სტერილიზაციის გამო კომპენსაციას გადაუხდის
შემდეგი სტატიაგორის საკრებულოს წევრი მამუკა ფანიაშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და პარტიას „საქართველოსთვის“ უერთდება