გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდა

გერმანული, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდა. ავიაკომპანიამ თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა. თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში 13:40 წუთზე დაეშვა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი გაიმართა.

ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას, AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, „ევროვინგს“-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით, 2017 წლიდან აქტიურად მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია: ჯონსონთან და მოდერნასთან მოლაპარაკებები აღარ განვითარდა
შემდეგი სტატიაბათუმის ნავსადგურის მიმდებარედ, ზღვაში მოზარდს ეძებენ