გერმანული ბიზნესი მიგრანტების შესახებ დავაში მერკელს მხარს უჭერს

გერმანული ბიზნესის წარმომადგენლები, ისევე, როგორც ანგელა მერკელი, ევროკავშირში მიგრანტების შესახებ ერთიან გადაწყვეტილებას უჭერენ მხარს. “უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე საერთაშორისო მოვლენები და ეკონომიკური გამოწვევები ევროკავშირის შიგნით ერთობლივ მოქმედებებს ითხოვს. ამაში, როგორც ევროკავშირის უმსხვილესი წევრი, გერმანია გადამწყვეტ როლს თამაშობს” – ნათქვამია გერმანელი მეწარმეების გაერთიანების, გერმანელი დამსაქმებლების კავშირის, გერმანიის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და გერმანელი მეწარმეების ცენტრალური კავშირის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 29 ივნისს გამოქვეყნდა.

“ბიზნეს-თანამეგობრობა შეშფოთებულია იმ წინააღმდეგობებით, რომელიც გერმანიის მთავრობის შიგნით მიმდინარეობს უკანასკნელი კვირის განმავლობაში და ბერლინს მოუწოდებს გაიაზროს საკუთარი როლი ევროპასა და მსოფლიოში… ის, რაც ახლა გვინდა, ეს სტაბულობობა და მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომელიც კონსტრუქციულად და გონიერად ითანამშრომლებს თავის ევროპელ პარტნიორებთან გადაწყვეტილების მიღების მიზნით” – წერენ განცხადების ავტორები.

გერმანიის შს მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი მოითხოვს გერმანიაში არ შეუშვან უდოკუმენტო მიგრანტები და ისინი, რომლებიც უკვე ევროპის სხვა ქვეყანაში ნამყოფი არიან. მერკელი თვლის, რომ გადაწყვეტილება ევროკავშირმა ერთობლივად უნდა მიიღოს და რომ მინისტრის წინადადება ევროპულ წესებს და გერმანულ კანონმდებლობას არ შეესაბამება.

28-29 ივნისს ევროკავშირის ქვეყნების სამიტზე მიგრაციის პოლიტიკაზე რამდენიმე კომპრომისს მიაღწიეს. როგორც ანგელა მერკელმა განაცხადა, ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ გაერთიანების სასაზღვრო სამსახურს Frontex-ს აქტიურად დაუჭირონ მხარი, ასევე ევროკავშირისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში შექმნან თავშესაფრის მაძიებლების პირველადი განთავსების ბანაკები.

 

banner
წინა სტატიაში“თუ ჭკუით არ იქნება გახარია და მისი უწყება, როგორც ჩანს, ბრძოლაში გვიწვევენ და ამ ბრძოლასაც მიიღებენ” – ზაზა სარალიძე
შემდეგი სტატია​გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახაშენში ხანძარს ორი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა