გერმანული არმია სირიელ ლტოლვილებს სამშენებლო საქმეს შეასწავლის

გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა საპილოტე პროგრამა ჩაუშვა, რომელიც სირიელი ლტოლვილებისთვის სამშენებლო საქმის სწავლებას გულისხმობს.
პროექტი ოფიციალურად გუშინ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა და დასაქმების საქმეში ფედერალური სააგენტოს დირექტორმა ფრანკ-იურგენ ვაიზმა გახსნეს.
გაკვეთილები ერთი კვირით ადრე დაიწყო – “ასოშეითედ პრესი” წერს.
სასწავლო პროგრამა 12 კვირიანია, რომლის დროსაც ექსპერტები 120 სირიელ ლტოლვილს საინჟინრო ჩვევებს და სამშენებლო პრინციპებს გააცნობენ.
გერმანია თვლის, რომ ცოდნა სირიელებს საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებისას წაადგებათ

banner
წინა სტატიაშიშვედეთში ქალაქებში ავტოტრანსპორტის მოძრაობის სიჩქარის 40კმ/სთ-ზე დაყვანაზე მსჯელობენ
შემდეგი სტატია“კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს” საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა