გერმანულ კლინიკაში მაჩალიკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით, ოჯახის ბრალდებებს, ჯანდაცვის სამინისტრო პასუხობს

ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში თემირლან მაჩალიკაშვილის გადაყვანა სამინისტროს მხრიდან ფინანსურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული საკითხების გამო შეფერხდა, არ ადასტურებს.

ამის შესახებ განცხადება პაციენტის ოჯახის ადვოკატმა გააკეთა, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროსგან იმ კლინიკებთან მიმოწერის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გასაჯაროება მოითხოვა, რომელთანაც უწყება კონტაქტობს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ კილინკების შერჩევის პროცესი გრძელდება.

„შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეს შემთხვევა კონტროლზე პირველივე წუთიდან ჰყავს აყვანილი. ამ დროისთვის, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო სერვისები წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში მიეწოდება. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს კლინიკის მოძიება საზღვარგარეთ. თავდაპირველად, ჯანდაცვის სამინისტრომ ოჯახს პაციენტის გადაყვანა თურქეთში შესთავაზა, თუმცა პაციენტის ოჯახი აღნიშნულ წინადადებას არ დათანხმდა,”-ნათქვამია კანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტი, სავარაუდოდ იანვრის ბოლოს დამტკიცდება
შემდეგი სტატია2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ცესკო 39 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს