გერმანულ ძროხებს გამომთვლელი დაუყენეს

გერმანულ ძროხებს გამომთვლელები დაუყენეს, რომ მეთანის რაოდენობა დაითვალონ, რომელსაც საქონელი პირიდან უშვებს. როგორც ცნობილია, ძროხები და სხვა პირუტყვები რეგულარულად უშვებენ პირიდან გაზებს, რომლებიც საჭმლის გადამუშავებისას გამოიყოფა. დღე-ღამის მანძილზე ყოველი ძროხა 300-დან 500 ლიტრამდე მეთანის გაზს გამოყოფს, რაც, მეცნიერების ინფორმაციით, ნახშირორჟანგის ეფექტზე 20-ჯერ ნეგატიურია.

შლეზვიგ-ჰოლშტაინის მიწაზე, სადაც სათბურის გაზების მეხუთედი ზუსტად საქონელზე მოდის, გადაწყვიტეს გამოეკვლიათ, თუ როგორ შეიძლება მეთანის რაოდენობის შემცირება. ახლა მეცნიერები იმ მცენარეებში ნივთიერების რაოდენობას იკვლევენ, რომლითაც საქონელი ბალახობს. ეს სპეციალური აპარატურა, რომელიც ძროხებს კიდიათ, ლინდჰოფის ფერმერებმა დაამონტაჟეს.
როგორც მეცნიერები ამბობენ, თითო ძროხის ზეგავლენა გარემოზე იმდენია, რამდენიც მცირეგაბარიტიანი მანქანის, რომელიც წელიწადში 18 ათას კილომეტრს გადის – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყების კომენტარი დე-ფაქტო აფხაზეთში თურქი ბიზნესმენების ჩასვლაზე
შემდეგი სტატიახულოში ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა