გერმანიის ვიცე-კანცლერის განცხადებით, ბრიტანელ ახალგაზრდებს გერმანული მოქალაქეობა უნდა მისცენ

გერმანიის ვიცე-კანცლერმა, ზიგმარ გაბრიელმა მოწოდება გააკეთა ახალგაზრდა ბრიტანელებს, რომლებიც სამეფოს გარეთ ცხოვრობენ, გერმანული მოქალაქეობა მისცენ.
“მოდით, ბრიტანელ ახალგაზრდებს შევთავაზოთ ეს ვარიანტი, რომლებიც გერმანაიში, იტალიაში, საფრანგეთში ცხოვრობენ, რომ მათ შეძლონ ევროკავშირის მოქალაქეებად დარჩენა” – მის სიტყვებს Deutsche Welle ციტირებს.

გაბრიელის თქმით, ახალგაზრდები არ უნდა დაიჩაგრონ იმის გამო, რომ ბრიტანეთში მოსახლეობის უმეტესობამ ხმა ევროკავშირის დატოვებას მისცა.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისის ბრიტანეთის რეფერენდუმის თანახმად, მოსახლეობის 52%-მა ხმა სამეფოს ევროკავშირიდან გასვლას მისცა.

banner
წინა სტატიაშიეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიასტოლტენბერგმა რუსეთთან ცივ ომზე უარი თქვა