გერმანიის ვაქცინაციის კომისია – „ომიკრონ“ ვარიანტის წინააღმდეგ მოქმედი ვაქცინის შესაქმნელად 3-6 თვეა საჭირო

გერმანიის ვაქცინაციის მუდმივი კომისიის (StiKo) ხელმძღვანელის, თომას მერტენსის განცხადებით, სრულიად შესაძლებელია, რომ საჭირო გახდეს ახალი ვაქცინა, რომელიც კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის წინააღმდეგ იმოქმედებს და ასეთი ვაქცინის შესაქმნელად ვაქცინების მწარმოებლებს რამდენიმე თვე დასჭირდებათ.

”ომიკრონს“ ბევრი ცვლილება აქვს სპაიკ-ცილაში, რამაც შეიძლება, ანტისხეულებისთვის ვირუსთან ბრძოლა გაართულოს. სავარაუდოდ, მწარმოებლებს ლაბორატორიაში სამი-ექვს თვე დასჭირდებათ. მათ უნდა შექმნან ვაქცინა, რომელიც „ომიკრონისა“ და „დელტას“ წინააღმდეგ იმუშავებს, რადგან „დელტა“ ჯერ კიდევ ფართოდ არის გავრცელებული”, – აღნიშნა StiKo-ს ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშიმისი ფსიქოლოგიური სტატუსი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ​პენიტენციურ დაწესებულებაში იყოს – ოთარ თოიძე სააკაშვილზე
შემდეგი სტატიაშსს-მ ინტერპოლის წითელი ცირკულარით თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი ხუთი პირი დააკავა