გერმანიის წამყვანი პარტიები საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიან

uvizo-mimosvlaსაქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების წინააღმდეგ გერმანიაში პარტები ქრისტიანულ დემოკრატიული კავშირი (ლიდერი ანგელა მერკელი) და ქრისტიან-სოციალისტური კავშირი გამოდიან. “საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლები ჩართული არიან დანაშაულებრივ საქმიანობებში იმაზე მეტად, ვიდრე სხვა უცხოელები” – ბუნდესტაგის დეპუტატს და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს არმინ შუსტერს ციტირებს დღეს გერმანული Bild-ი.

შუსტერის თქმით, ქართველი დამნაშავეები გახდნენ “წამყვანი ძალა, რომლებიც გერმანიაში ბინის ქურდობებს სჩადიან”. უვიზო რეჟიმის შემოღება საქართველოსთან, დანაშაულებების რიცხვის გაზრდას გამოიწვევს – დარწმუნებულია კონსერვატორი პოლიტიკოსი.
ქრისტიან-სოციალისტური კავშირიდან ბუნდესტაგის დეპუტატის ჰანს-პეტერ ულის თქმით კი, მიმდინარე მომენტში საუბარი არ არის არც “ვიზის გაუქმებაზე და არც ნატოში გაწევრიანებაზე”. “უვიზო რეჟიმი გაუკონტროლებელი შემოსვლების გაზრდას გამოიწვევს, რომელიც თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვს და დანაშაულებებს გაზრდის”, ამავე დროს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება “რუსეთთან კონფლიქტს გაამწვავებს” – განაცხადა ულმა.

გერმანიის სისხლის საქმეთა დანაშაულის ფედერალურმა უწყებამ 2015 წელს განაცხადა, რომ გერმანიაში განხორციელებული 167 ათასი ბინის ქურდობიდან, უფრო მეტი ქართველების მიერ არის ჩადენილი. ანდრე შულცის თქმით, ქართული მაფია “დამნაშავეებს მიზანნმართულად იწვევს საქართველოდან გერმანიაში, აქ კი, ისინი მოდიან ჯერ თავშესაფარს ითხოვენ, იმ 8-12 თვის მანძილზე კი, სანამ საქმე განიხილება, ქურდობენ”- თქვა შულცმა.

ეგახსენებთ, რომ 2 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება გაურკვეველი დროით გადადეს – წერს გერმანული “დოიჩე ველე”.

banner
წინა სტატიაშიტორბიორნ იაგლანდი – ევროპის საბჭო აფასებს პრეზიდენტის ჩართულობას საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების საკითხში
შემდეგი სტატიაყაზახეთში ტერორისტული საშიშროების უმაღლესი დონეა გამოცხადებული