8.8 C
Tbilisi
სამშაბათი, თებერვალი 17, 2026
banner

გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ გერმანია და აშშ „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების კიევში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში ან კვირაში მიიღებენ

გერმანია და აშშ „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის ორი სისტემის კიევში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში ან კვირაში მიიღებენ, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

ბორის პისტორიუსი ვაშინგტონში აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს შეხვდა.

„რამდენიმე კვირის წინ ამ თემაზე ტელეფონით ვესაუბრე პიტ ჰეგსეტს და საუბრის დროს შევთავაზე, რომ გერმანიას შეეძლო ამერიკელებისგან ორი „პეტრიოტის“ სისტემის შეძენა და მათი პირდაპირ უკრაინაში მიწოდება. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზიები. „პეტრიოტის“ სისტემას, რომლის მიწოდებასაც ახლა უკრაინაში ვაპირებთ, თვეები დასჭირდება. ამიტომ ახლა გადაწყვეტილების მიღებამდე დღეები, შესაძლოა, კვირებიც კი არის წინ, თუმცა შემდეგ ეს ძალიან სწრაფად მოხდება“, – განაცხადა პისტორიუსმა.

მისივე თქმით, გერმანია ევროპის თავდაცვისთვის უფრო დიდი პასუხისმგებლობის აღებაზე მუშაობს.

„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ უფრო დიდი პასუხისმგებლობა ავიღოთ ევროპის შეკავებისა და თავდაცვისთვის, ამავდროულად ვაცნობიერებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წვლილი ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის უცვლელი რჩება“, – აღნიშნა პისტორიუსმა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გერმანიამ მიმართა აშშ-ს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების შესაძენად.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი – თავდაცვის მინისტრად, ხოლო პირველი ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკო პრემიერ-მინისტრად წარადგინა
შემდეგი სტატიაშვედეთის პრემიერ-მინისტრი – შვედეთი უკრაინისთვის იარაღის სწრაფ მიწოდებას გააგრძელებს