გერმანიის სპეცსამსახურებმა საფრანგეთი შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ

გერმანიის სპეცსამსახურებმა საფრანგეთი შესაძლო ტერაქტების შესახებ გააფრთხილეს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ისლამური სახელმწიფო თავდასხმების სერიის მოწყობას ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მსვლელობის დროს გეგმავს, რომელიც საფრანგეთის ქალაქებში 10 ივნისიდან 10 ივლისის პერიოდში იგეგმება.

გერმანიის კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ისლამური სახელმწიფოს სამიზნე ევროპა 2016-ია, თუმცა ამბობს, რომ ტერორისტების კონკრეტული გეგმების შესახებ დაზვერვას ინფორმაცია არ აქვს.

ჰანს მასენი ევროპელებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს და ტერაქტების თავიდან აცილების მიზნით, შეერთებული შტატების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე მიუთითებს.

banner
წინა სტატიაშიუშიშროების საბჭოს სხდომა 30 მაისს გაიმართება
შემდეგი სტატიაარეულობა ავსტრალიაში – საპროტესტო აქცია მელბურნში დაკავებებით დასრულდა