გერმანიის სპეცსამსახურები რუსული სკანდალის გამო ავსტრიასთან თანამშრომლობის რისკებზე საუბრობენ

გერმანული Welt am Sonntag-ის ინფორმაციით, გერმანიის სპეცსამსახურები რუსული სკანდალის გამო ავსტრიასთან თანამშრომლობის რისკებზე საუბრობენ -წერს”დოიჩე ველე”. კონსტიტუციური უსაფრთხოების ფედერალური უწყების პრეზიდენტი ტომას ჰალდენვანგი არ ენდობა თავის ავსტრიელ კოლეგებს და იმასაც კი თვლის, რომ შესაძლებელია ისინი რუსეთს გერმანიიდან მიღებულ საიდუმლო ინფორმაციასაც აწვდიდნენ – ტომას ჰალდენვანგმა თქვა.
გამოცემის ინფორმაციით, გასულ წელს ავსტრიის კონსტიტუციური უსაფრთხოების ფედერალური უწყებაში ჩხრეკა ჩატარდა, რომლის დროსაც ამოღებულ იქნა სრულიად საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მემარჯვენე ექსტრემისტებს ეხებოდათ. უცხოელი კოლეგებისთვის განსაკუთრებით მსნივნელოვანი იყო ინფორმაცია სახელად “ნეპტუნის ქსელი”, საიდანაც ავსტრია უკანასკნელი წლების მანძილზე ინფორმაციას ცვლიდა თავის ევრპელ კოლეგებთან.

დღეს, 18 მაისს ავსტრიის ვიცე-კანცლერი ჰაინზ-კრისტიან შტრახე გუშინ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გადადგა. ვიდეო მასალებში ის რუსებთან სხვადასხვა სახის გარიგებაში შედის.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია ზუგდიდში ჩავიდა
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი – მოვუწოდებთ ყველას, ნუ მოახდენთ სიტუაციის ესკალაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად