გერმანიის სპეცსამსახურები ქვეყანაში შესაძლო ტერაქტებზე საუბრობენ

ჰგფდინტერვიუში, რომელიც დღეს გერმანულ Welt am Sonntag-ში გამოქვეყნდა, კონსტიტუციის დაცვის სამსახურის უფროსმა, ჰანს-გეორგ მაასენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში შესაძლოა ტერაქტები მოხდეს, თუმცა, აქვე დაამატა, რომ მისი ვარაუდი კონკრეტულ მონაცემებს არ ეყრდნობა.

სამშაბათს “ისლამური სახელმწიფოს” მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო-რგოლში საუბარი იყო ლონდონში, ბერლინსა და რომში შესაძლო ტერაქტებზე. დაჯგუფებას, მოწოდების შემდეგ, შესაძლებელია, მომხრეები გამოუჩნდეს, რომლებიც ამ მუქარას აასრულებენ.

მაასენის თქმით, გერმანიიდან სირიასა და ერაყში 800 ადამიანი იყო საბრძლველად წასული, აქედან 130 მოკლული იქნა სამხედრო ოპერაციებისას. დარჩენილების დაახლოებით მესამედი, უკვე დაბრუნებულია გერმანიაში, დაახლოებით 70 ადამიანი, რომელიც ახლა გერმანიაში იმყოფება, მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში, მათ სამხედო მომზადება გავლილი აქვთ.

მაასენის ინფორმაციით, გერმანიაში დაახლოებით 1100 ისლამისტი ცხოვრობს, რომლებიც შესაძლებელია განიხილონ როგორც პოტენციური ტერორისტი. მისივე თქმით, გერმანიაში ჩასული არასრულწლოვანი მიგრანტები შესაძლებელია რადიკალი ისლამისტებისათვის სატყუარა აღმოჩნდნენ.

banner
წინა სტატიაშიკემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ინდოეთსა და ბუტანში ვიზიტი დაიწყეს
შემდეგი სტატია(video)უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა