გერმანიის შს მინისტრის ჰორსტ ზეეჰოფერის მიერ შემუშავებული ცვლილებების მიხედვით, რომელიც მიგრაციის საკითხების რეფორმირებას გულისხმობს, თავშესაფრისმაძიებლებს ფულად დახმარებას შეუჩერებენ. ზეეჰოფერი ფულის სოციალური დახმარებით ჩანაცვლებას აპირებს. გარდა ამისა, საბაზისო დახმარება 15-დან 36 თვემდე გაზრდება. ზეეჰოფერის მიერ შემუშავებული ცვლილებების გეგმას, რომელიც სულ 63 პუნქტს შეიცავს, ფედერალური მთავრობა 19 ივნისს განიხილავს – “დოიჩე ველე” წერს.