გერმანიის სამხრეთით პენსიონერის მიერ დამარხული ფული იპოვეს

გერმანიის სამხრეთით იპოვეს მეტალის ყუთი, სადაც ხანშიშესული მამაკაცი ფულს ინახავდა. წყალდიდობის შემდეგ ყუთი დაიკარგა.
81 წლის ქალაქ ინას ზიმბახის მკვიდრმა პოლიციას უთხრა, რომ ყუთი სახლის უკან მიწაში ჩამარხა. სახლი წყალდიდობის დროს დაზიანდა, ყუთი კი დაიკარგა.
ექსპერტებმა ყუთის პოვნის ოპერაცია ჩააატრეს, მაგრამ უშედეგოდ.
შემდეგ პენსიონერმა გაიხსენა, რომ ფული სახლის უკან კი არა, სახლის წინ, ბაღში ჩაფლო, სადაც იქნა კიდეც ნაპოვნი.
ხელისუფლებამ ყუთის საძებნელად ექსკავატორი გამოიყენა, რადგანაც ის ორ მეტრზე ღრმად იყო ჩაფლული.
თანხა მამაკაცის საბანკო ანგარიშზე გადაირიცხება. მამაკაცის სახელს და გვარს არ აქვეყნებენ – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში ჰეროინის მომხმარებელთა უპრეცენდენტო მაჩვენებელი დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაკამერუნელ მამაკაცებს ღალატისთვის ციხეში ჩასვამენ