“ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს საქართველოში. კონსტიტუციური სასამართლოს წინაშე არსებული ეს საქმე ამ ტენდენციის კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ქვეყანას ევროკავშირისგან სულ უფრო აშორებს და შიდა დემოკრატიას ასუსტებს. ეს არის ჩვენი შეფასება. ასევე უნდა ითქვას, რომ სასამართლო სისტემის ფართოდ გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის როგორც ეს ევროკომისიამ და ევროპის საბჭოს გენერალურმა საჯაროდ აღნიშნეს, ძალიან პრობლემურია. ამგვარად, ჩვენ, როგორც ფედერალური მთავრობა და როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო უდავოდ გავაცნობთ ჩვენს შეშფოთებას და ეჭვებს ქართულ მხარეს ამ ნაბიჯების გამო”-განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, კატრინ დეშაუერმა პრესკონფერენციაზე















