გერმანიის საგარეო უწყება: დღეს შემოვიღეთ დამატებითი აკრძალვები ქართველი მაღალჩინოსნების ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით, რომლებიც რეპრესიებზე არიან

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალურმა ბერლინმა ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ დამატებითი შეზღუდვები შემოიღო, რომლებიც მათ ქვეყანაში შესვლას ეხება.

“თითქმის 3 თვეა ქართველი ხალხი იბრძვის საკუთარი მომავლისთვის ევროკავშირში და აპროტესტებს ხელისუფლების კურსს. დაშინება, დაკავება და ძალადობა გრძელდება. დღეს, გერმანიამ შემოიღო დამატებითი აკრძალვები ქართველი მაღალჩინოსნების ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით, რომლებიც რეპრესიებზე არიან პასუხისმგებელნი”, – წერია ინფორმაციაში.

ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად ვის შეეხება ეს სავიზო შეზღუდვები.

banner
წინა სტატიაშიკალაძე:კახა კალაძე – ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი მოვიდა და პრემიერ-მინისტრის კაბინეტში პირდაპირ მიდიოდა საუბარი, რომ საქართველო ომში უნდა ჩართულიყო
შემდეგი სტატიათიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტი“