გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელწიფო მინისტრი – საქართველო სწორი მიმართულებით მიდის

საქართველო სწორი მიმართულებით მიდის; ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავაუმჯობესოთ ორმხრივი ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელწიფო მინისტრმა მიხაელ როთმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველო-გერმანიის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებს, ორი ქვეყნის მეგობრულ, 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობას, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს და ევროკავშირთან ურთიერთობას.

შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე – საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული. პრემიერ-მინისტრმა გერმანიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გერმანიას, საქართველოს სახით, რეგიონში საიმედო პარტნიორი ჰყავს.
შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო განათლების სისტემის რეფორმას და ამ პროცესში გერმანული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას, ასევე – ორ ქვეყანას შორის არსებული ჰუმანიტარულ-კულტურულ კავშირების გაღრმავებას.

banner
წინა სტატიაშიშშმ ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ
შემდეგი სტატია,,პრეზიდენტის მცდელობა იყო და იქნება, რომ კონსტიტუცია ერთპარტიული დოკუმენტიდან გახდეს მთელი პოლიტიკური სპექტრის კუთვნილება”