გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინელ სამხედროებს წვრთნასა და ტექნიკურ მომსახურებას გაუწევენ

გერმანია უკრაინელ სამხედროებს წვრთნასა და ტექნიკურ მომსახურებას გაუწევს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისია, რომ უკრაინას “სხვა პარტნიორები ახლა არტილერიას აწვდიან”, გერმანია დაეხმარება “წვრთნასა და შენარჩუნებაში”.

რიგაში გამართულ პრესკონფერენციაზე ლატვიელ კოლეგასთან, ედგარს რინკევიჩთან საუბრისას, ანნალენა ბაერბოკმა დაამატა, რომ გერმანიამ არჩია, არ გაესაჯაროებინა ყველა ის იარაღი, რომელიც მანამდე უკრაინას გაუგზავნა.

“ჩვენ მივაწოდეთ ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, Stingers [საჰაერო თავდაცვის სისტემები] და ბევრი სხვა იარაღი, რომლებზეც საჯაროდ არ გვისაუბრია”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბაერბოკმა თქვა, რომ გერმანია გრძელვადიან პერსპექტივაში უყურებს უკრაინის სამხედრო თავდაცვაში დახმარებას.

banner
წინა სტატიაშივიკიპედია და სხვა რეალური ციფრული ფაშიზმის რესურსები საკუთარ განაჩენს აწერენ ხელს – კანდელაკი
შემდეგი სტატიავფიქრობ, რუსი სპიკერი „ნიუსმეიკერად“ არ უნდა გამოიყენო, ბევრად უკეთესია მხოლოდ უკრაინის ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობა – მიხაილო პოდოლიაკი დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე