გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ურჩევს მათ, ვინც მიიჩნევს, რომ „პუტინი მშვიდობისკენ ისწრაფვის“, უკრაინის ბოლო დაბომბვის შედეგებს გადახედონ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა მათ, ვინც რუსეთის მშვიდობიანი მოლაპარაკებების სურვილის სჯერა, ურჩია, რომ 4 ივლისის ღამეს უკრაინის ბოლო დაბომბვის შედეგებს გადახედონ.

ვადეფულმა აღნიშნა, რომ კიევს რუსეთი მრავალი საათის განმავლობაში ესხმოდა თავს.

„გერმანიაში ყველამ, ვინც ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ პუტინს მშვიდობა სურს, ყურადღებით უნდა დააკვირდეს ამ ფოტოებს. უკრაინას ჩვენი სრული მხარდაჭერა სჭირდება. მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ძალით არის შესაძლებელი“, – აღნიშნა მან.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: “ნარკოპოლიტიკის გამკაცრების” ინიციატივა მიღებულია ერთადერთი მიზნით – ქუჩაში გამოსული ოპოზიციური ახალგაზრდობის მასობრივად დასაჭერად, ნარკოტიკების ჩადების გზით
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ აპირებენ ყაველაშვილისთვის შეწყალების მოთხოვნის გაჟღერებას