5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს იოჰან ვადეფულს მიაჩნია, რომ საბრძოლო მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი დიდხანს გაგრძელდება. რთული წარმოსადგენია, რომ უახლოეს დღეებში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება“, – განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ ადამიანებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან გასვლის სხვა გზები ჰქონდეთ, ვინაიდან ავიამიმოსვლა შეჩერებულია.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ ირანის უმაღლესი ლიდერის, ალი ხამანეის ლიკვიდაცია იქნება დადებითი მომენტი, თუ მას თეირანის დღევანდელი რეჟიმის დასასრული მოჰყვება. მისი თქმით, ხამენეი სასტიკ სისტემას ხელმძღვანელობდა, რომელიც საკუთარ მოსახლეობას ჩაგრავდა და რეგიონის სტაბილურობას საფრთხეს უქმნიდა.

იოჰან ვადეფულმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი ბირთვულ პროგრამაზე და ბალისტიკური რაკეტების შექმნაზე უარს იტყვის. ეს პროგრამები ავიადარტყმების საბაბი გახდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზებები
შემდეგი სტატიანინო წილოსანი: რასაც სომხეთი აკეთებს, იმავეს ნამდვილად არ ვაპირებთ, სომხეთის პრემიერი “ჩებურეკსაც” ჭამდა