გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ბუჩაში ჩავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩავიდა. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მედიაში წინასწარ არ გავრცელებულა.

​ბერბოკი უკრაინაში მატარებლით ჩავიდა და რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ, კიევის გარეუბანში არსებული დასახლება მოინახულა, სადაც საფლავები აღმოაჩინეს.

„მკაფიოდ იგრძნობა, რომ მსხვერპლი შესაძლოა, ჩვენ ვყოფილიყავით. ბუჩა როგორც კიევის გარეუბანი, ისევეა როგორც პოტსდამი ბერლინისთვის. სათამაშო მოედნებით, სუპერმარკეტებით, სამსახურში მიმავალი ხალხით და შემდეგ ხედავ ამ დანაშაულების საშინელ კვალს. მსხვერპლის წინაშე ვალდებულება გვაქვს, რომ არა მხოლოდ გვახსოვდეს ისინი, არამედ დამნაშავეებს პასუხი ვაგებინოთ. ამას საერთაშორისო საზოგადოება გავაკეთებთ“, – განაცხადა ბერბოკმა.

ანალენა ბერბოკი უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებას შეხვდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ექიმი არ მოიძებნა, რომელსაც ნევროზის მკურნალობა შეუძლია? – თალაკვაძე სააკაშვილზე
შემდეგი სტატიაუცნობია “ვივა მედს” თუ გააჩნია რესურსი, რომელიც სჭირდება მიხეილ სააკაშვილის სწორ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას – ჯიშკარიანი