20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

გერმანიის საელჩო: მხარს ვუჭერთ მათ, ვინც იბრძვის თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსთვის

გერმანია მხარს უჭერს მათ, ვინც იბრძვის თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც საელჩო აღნიშნავს, გერმანია მხარს უჭერს მათ, ვინც იბრძვის თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსთვის.

„1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობით საქართველოს ისტორიის ახალი თავი დაიწყო, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიის სურვილით გამოირჩეოდა. დღეს, ისევე, როგორც მაშინ, გერმანია მხარს უჭერს მათ, ვინც იბრძვის თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსთვის. გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“, – ნათქვამია გერმანიის საელჩოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ამერიკამ სამხრეთ ირანზე დარტყმები განახორციელა
შემდეგი სტატიასომხეთი და აშშ ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებენ