გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი კანცლერის კანდიდატურაზე შეთანხმდა

გერმანულმა ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა ქვეყნის კანცლერის თანამდებობაზე მხარი პარტიის ლიდერის არმინ ლაშეტის კანდიდატურას დაუჭირა, რომელიც კონსერვატიული ბლოკის ერთიანი კანდიდატი იქნება – ამის შესახებ ჰესენის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრმა ფოლკერ ბუფიემ განაცხადა – “შპიგელი” წერს. ბუფიეს თქმით, ლაშეტის კანდიდატურას უმრავლესობამ მისცა ხმა, მაგრამ არა ყველამ. პრეზიდიუმის კრება ბერლინში ჩატარდა. ბუფიემ, ასევე თქვა, რომ ისინი “კანდიდატურას უკიდურესად შესაბამისად მიიჩნევენ” და “მას (კანდინატს) ვთხოვეთ დაელაპარაკოს მარკუს ზოდერს, თუ როგორ მივიქცეთ შემდგომში. პრობლემა იმდენად დიდია, რომ ჩვენ მისი გადაჭრა მხოლოდ ერთად შეგვიძლია” – თქვა პრემიერ-მინისტრმა და პრობლემაში ევროპაში მიმდინარე პანდემია იგულისხმა.

ლაშეტის კონკურენტი კანცლერის პოსტზე ბავარიის პრემიერ-მინისტრი მარკუს ზოდერია, მის კანდიდატურას მხარს უჭერენ ბერლინელი ქრისტიან-დემოკრატები. ზოდერი გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია და ბევრი ზუსტად მას ისურვებდა კანცლერად და არა ლაშეტს.

გერმანიაში ფედერალური არჩევნები 2021 წლის 26 სექტემბერს გაიმერთება.

banner
წინა სტატიაშიაფროამერიკელი დანტე რაიტის მკვლელობის შემდეგ აშშ-ში არეულობები დაიწყო
შემდეგი სტატიაუკრაინამ რუსეთის აგრესიის გამო უკრაინა-ნატოს კომისიის საგანგებო სხდომა მოიწვია