გერმანიის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს მისალოცი წერილი გამოუგზავნა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა, საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მისალოცი წერილი გამოუგზავნა.

„დაძაბული საარჩევნო ბრძოლის შემდეგ საქართველომ დემოკრატიული არჩევანი გააკეთა. გულითადად გილოცავთ ამ საპასუხისმგებლო პოსტზე არჩევას.

გერმანია და საქართველო ისტორიულად მჭიდროდ და მეგობრულად არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თვითმყოფადი ქართული კულტურითა და იმ მყარი ნებით, რომლითაც თქვენი ქვეყანა ევროპულ მომავალს აშენებს.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში წარმატებით გააგრძელებს განვითარებას დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის მიმართულებით.

ამ გზაზე გერმანია თქვენი სანდრო და კარგი პარტნიორი იქნება. გისურვებთ წარმატებებს თქვენ წინაშე არსებული ამოცანების შესრულებაში და მოხარული ვიქნები ახლო მომავალში ჩვენი შეხვედრით”,- ნათქვამია წერილში.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველის წერილში აღნიშნულია, რომ ივანე მერაბიშვილისთვის ჩატარებული მკურნალობა დიაგნოზის ადეკვატურია
შემდეგი სტატიასააკაშვილმა მძევლად აქცია არა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური პარტია, არამედ ის პარტიებიც, რომლებიც თავს გაერთიანების წევრებს უწოდებენ