გერმანიის პრეზიდენტის, შტაინმაიერის მაგივრად კიევში კანცლერი, ოლაფ შოლცი მიიწვიეს

გერმანიის კაცლერი, ოლაფ შოლში კიევში მიიწვიეს, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ოფიციალურ ვიზიტს გეგმავდა, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მასთან შეხვედრა არ მოისურვა.

“ჩვენ, ჩვენი პრეზიდენტი და მთავრობა მოხარული ვიქნებით, თუ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლში კიევში ჩამოვა”. – თქვა უკრაინის ელჩმა ბერლინში, ანდრეი მელნიკმა.

დიპლომატის ინფორმაციით, ვიზიტის მთავარი თემა რუსეთის აგრესია და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება იქნება.

ამასთან ერთად, გერმანიის პრეზიდენტს კიევში ჩასვლა 13 აპრილს, სამთავრობო დელეგაციასთან და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების ლიდერებთან ერთად სურდა. თუმცა ზელენსკის შტაინმაიერთან შეხვედრა რუსეთთან კავშირების გამო არ მოისურვა.

კერძოდ, გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინის პრეზიდენტი Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტის მიმართ შტაინმაერის დამოკიდებულებას და ე.წ. შტაინმაიერის ფორმულას ასახელებს, რომელიც 2014 წლის ომის შედეგ მიიღეს და უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველი უნდა გამხდარიყო. ამ დროს შტაინმაიერი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციას, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება, თავად დააკომპლექტებს და ის ინტერპარტიული იქნება
შემდეგი სტატიაუკრაინა დანაშაულის ადგილია – სისხლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი